საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ბელარუსში, ხვალ დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება.
„ლუკაშენკოს 30 წელია ძალაუფლება აქვს. ხვალ ის კვლავ დანიშნავს თავის თავს მორიგი ყალბი არჩევნებით. ეს არის აშკარა შეურაცხყოფა დემოკრატიის მიმართ.
ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს," - წერს კალასი X-ზე.
26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. მოელიან, რომ ლუკაშენკო მე-7 ვადით გაიფორმებს პრეზიდენტობას.