თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა სუზი უაილზმა მკაცრად გააკრიტიკა მულტიმილიარდერი ილონ მასკი, რომელსაც ასევე უწოდებენ პრეზიდენტის "პირველ მეგობარს" და უარი უთხრა მას თეთრი სახლის დასავლეთ ფრთაში კაბინეტის გადაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მასკი არის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და როდესაც ტრამპი ხელს აწერს კანონპროექტებს ოვალურ კაბინეტშიც იმყოფება.
როგორც Daily Mail-ი წერს, მასკი არის საკამათო ფიგურა და მოსახერხებელი სამიზნე გახდა დემოკრატებისთვის, რომლებიც მას დაცინვით "თანაპრეზიდენტად" მოიხსენიებენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 67 წლის სუზი უაილზმა თავისი "პირველი გამარჯვება" მოიპოვა ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღეს იმით, რომ დარწმუნდა, რომ დასავლეთ ფრთაში მასკს სამუშო ადგილი არ ექნებოდა.
გამოცემის ცნობით, მასკი დაჟინებით მოითხოვდა, რომ საკუთარი ოფისი ჰქონოდა ოვალური კაბინეტიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, მაგრამ მისი გუნდი განთავსდება ეიზენჰაუერის შენობაში, რომელიც მდებარეობს თეთრი სახლის მოპირდაპირე მხარეს.