მოსკოვი არ დაუშვებს, რომ ბალტიის ზღვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „შიდა ტბად“ იქცეს. ამის შესახებ ტელეარხ „როსია-24“-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
”ტერმინების გამოყენება, როგორიცაა კონტროლი, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ნატო-ს ოცნებების შესახებ, გადააქციოს ბალტიის ზღვა შიდა ტბად, როგორც მათ საჯაროდ გესლიანად თქმა უყვართ. მაგრამ ეს ბევრი მიზეზის გამო არ მოხდება და ერთ-ერთი მთავარი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რუსეთის ფედერაცია ამას არ დაუშვებს“, - განაცხადა მან.
გრუშკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი ინტერესები საიმედოდ იყოს დაცული. მან აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადდა ზომები - ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქების, ასევე კარელიის კორპუსის შექმნა.
„ჩვენ [რუსეთს] გვინდა, რომ ბალტიის ზღვა დარჩეს თანამშრომლობის ზღვად, ურთიერთქმედების ზღვად, ზღვად, რომლის მეშვეობითაც ვაჭრობა ხორციელდება“, - თქვა გრუშკომ და აღნიშნა, რომ ნატო-ს გეგმებს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.
მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით დააკვირდება თავისი "მტრების" რიტორიკას.
„მაგრამ რაც შეეხება კონკრეტული ზომების განსაზღვრას, ისინი უნდა განისაზღვროს იმ აქტივობის გათვალისწინებით, რომელსაც ნატო ან ნატო-ს ცალკეული ქვეყნები განავითარებენ ბალტიის ზღვის ზონაში“, - აღნიშნა გრუშკომ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 14 იანვარს განაცხადა, რომ თავდაცვითი ალიანსი ბალტიის ზღვაში პროგრამა Baltic Sentry-ს იწყებს, რაც რეგიონში სხვადასხვა საშუალები, მათ შორის, საესკადრო ნაღმოსანი გემების, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავისა და "საზღვაო დრონების მცირე ზომის ფლოტის", განთავსებას გულისხმობს.