პოლონეთის პრემიერ-მინისრის, დონალდ ტუსკის თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის მუქარასთან დაკავშირებით, პუტინის გუნდში თამაშს ჰგავს.
ამის შესახებ ტუსკი X-ზე წერს.
ტუსკმა აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუნდში თამაშის მსგავსია.
„ორბანი თუ ნამდვილად დაბლოკავს ევროპულ სანქციებს ომის საკვანძო მომენტში, სრულიად ნათელი გახდება, რომ ამ დიდ თამაშში ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის ის თამაშობს პუტინის გუნდში და არა ჩვენს გუნდში. ყველა იმ შედეგით, რაც ამ ფაქტს მოჰყვება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
ყველა იმ შედეგით, რაც ამ ფაქტს მოჰყვება“, - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 24 იანვარს უნგრეთის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების შესახებ.