თურქეთში, ქალაქ კონიაში, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
15-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა სამის გადარჩენა მოახერხეს.
მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.