აშშ-ის საშინაო საქმეთა დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება, რომ შეცვალოს რამდენიმე გეოგრაფიული სახელწოდება, მათ შორის მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე უწოდოს. ამის შესახებ უწყების პრესრელიზშია ნათქვამი.
ეპარტამენტმა გეოგრაფიული სახელების საბჭოს დაავალა გარკვეული ფედერალური გეოგრაფიული სახელწოდებების გადახედვა.
"პრეზიდენტის ბრძანებით, მექსიკის ყურე ოფიციალურად გახდება ამერიკის ყურე, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი კვლავ მაკკინლის მთის სახელს ატარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
იგი აღნიშნავს, რომ ყურე არის "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ქვეყნის ისტორიასა და ეკონომიკაში" და "ერის ზრდის ქვაკუთხედი".
"აღიარებს რა ყურის გრძელვადიან წვლილს შეერთებული შტატების ეკონომიკურ სიძლიერესა და სიცოცხლისუნარიანობაში, ტრამპი ადასტურებს მის ცენტრალურ მნიშვნელობას ერისთვის დაოფიციალურად უწოდებს მას ამერიკის ყურეს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა მექსიკის ყურისთვის სახელის გადარქმევა 20 იანვარს თავის საინაუგურაციო სიტყვაში, რის შემდეგაც მან ხელი მოაწერა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას.
გადაწყვეტილება სავალდებულოა მხოლოდ აშშ-ის ფედერალური სამსახურებისთვის და კერძო კომპანიებსა და სხვა ქვეყნებს არ მოეთხოვებათ მისი გათვალისწინება.