ინგლისში, 18 წლის აქსელ რუდაკუბანას, რომელმაც ცეკვის კლასი 3 გოგონა მოკლა, 52-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენის გამოცხადებისას, მოსამართლემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულს "დიდი ალბათობით არასდროს გაათავისუფლებენ".
რუდაკუბანამ თავი დამნაშავედ ცნო 9 წლის ელის და სილვა აგიარის, 6 წლის ბებე კინგისა და 7 წლის ელსი დონ სტენკომბის მკვლელობაში.
ბავშვები რუდაკუბანამ რამდენჯერმე დაჭრა სასტიკი თავდასხმისას, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა.
მოსამართლის თქმით, რუდაკუბანას თავდასხმა "უდანაშაულო, ბედნიერ ახალგაზრდა გოგოებზე" აშკარად წინასწარ იყო განზრახული და მას სინანული არ გამოუვლენია.
"ის 70 წლის იქნება, როცა მოიპოვებს უფლებას, მისი გათავისუფლების საკითხი განიხილოს ვადამდე გათავისუფლეის საბჭომ, თუმცა დიდი ალბათობით, მას არასდროს გაათავისუფლებენ", - თქვა მოსამართლემ.
მკვლელმა ასევე აღიარა, რომ გასული წლის 29 ივლისს 8 სხვა ბავშვის მკვლელობას ეცადა.
შემაძრწუნებელი დანაშაული გასული წლის ივლისში მოხდა. თავდამსხმელი შეიჭრა საცეკვაო ღონისძიებაზე, მოკლა 3 ბავშვი და დაჭრა 8 ბავშვი, ასევე ცეკვის მასწავლებელი.
გახმაურებულ მკვლელობას ინგლისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა მოყვა.