"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
"საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და დაასრულოს მედიის მიმართ უპრეცედენტო ზეწოლა. ამასთან, მოვითხოვთ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" პარტნიორი 10-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს.