22 იანვარს, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის ოლქში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რომელმაც რამდენიმე საათში 38 კვადრატული კილომეტრის ფართობი მოიცვა. ინფორმაციას 23 იანვარს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
ოლქის შერიფის რობერტ ლუნას განცხადებით, ამ ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები 30 000-ზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა. კიდევ 23 000 ადამიანს ურჩიეს, რომ განიხილოს ტერიტორიის დატოვება.
CNN-ის ცნობით, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა ლოს ანჯელესის ჩრდილოდასავლეთით მდებარე კასტაიკის რაიონში.
შერისიფის ინფორმაციით, ამ რაიონში მდებარე საპატიმროდან უკვე მოახდინეს 470 პატიმრის (4 500-დან) სხვა შენობაში გადაყვანა. "საჭიროების შემთხვევაში მოხდება მეტი პატიმრის ევაკუაცია".
ლოს ანჯელესის ოლქის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის, ენტონი მარონეს განცხადებით, ადგილზე 4000-მდე მეხანძრეა მობილიზებული, რომლებიც ხანძარს ებრძვიდან მიწიდან და ჰაერიდან.
"სიტუაცია დინამიურია და ხანძრის შეკავება რთული რჩება, თუმცა ჩვენ თანდათან ვძლევთ მას", - თქვა მარონემ.
კალიფორნიის სატყეო და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის ინფორმაციით, ხანძარმა, რომელმაც ლოს ანჯელესისა და ვენტურას ოლქები მოიცვა, 40 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობზე გავრცელდადა 22 იანვრის საღამოს მდგომარეობით, 14% ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის არცერთი შენობა დაზიანებულა ან დანგრეულა.
მეხანძრეები ამბობენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად ახლა უკეთესი პირობებია, ვიდრე ორი კვირის წინ იყო, როცა ცეცხლმა იტონი და პასიფიკ პალისეიდსი მოიცვა.
ამჟამად, ქარები არც ისე ძლიერა და ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენებითაც მიმდინარეობს. თუმცა, მეტეოროლოგების შეფასებით, ძლიერმა ქარმა და უკიდურესად დაბალმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შემდგომი გავრცელება.