თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" მიერ ბლოკირებული საგამოცდო ცენტრი გახსნა.
დაცვის სამსახურმა ცენტრის შესასვლელის ბლოკირებისთვის აწყობილი ბარიკადები დაშალა და სტუდენტებს სივრცე დაატოვებინა.
"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრები იტყობინებიან, რომ ბარიკადების დაშლის პროცესში დაცვის სამსახურის გარდა, უცნობი პირებიც იყვნენ ჩართული.
გუშინ საღამოს, მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ, თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა.
სტუდენტების მთავარი მოთხოვნები იყო:
1. გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები
2. აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის
3. გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე
4. განათლების დაფინანსების გაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის.
ფოტო/ვიდეო: მაუწყებელი