უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი სულ მცირე უკრაინაში გაჩაღებულ ომამდელ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან განაცხადა.
"რუსეთი მინიმუმ სრულმასშტაბიან ომამდე არსებულ საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს. ეს იქნებოდა დიალოგის დაწყების სამართლიანი შესაძლებლობა", - განაცხადა ზელენსკიმ.