ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმირ პუტინისადმი სანქციების ულტიმატუმს. ამის შესახებ ის Х-ზე წერს.
ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ულტიმატუმის წაყენებით პუტინი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
„დარწმუნებული ვარ, პუტინი არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას.
ახლა პუტინმა უნდა აირჩიოს: აღიაროს, რომ მას ეშინია ახალი სანქციების, რადგან მისი ეკონომიკა ნანგრევებშია, ან დაამტკიცოს, რომ მისი იმპერიალისტური ამბიციები ამ მოთხოვნებით არ შემოიფარგლება“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ულტიმატუმი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭირო: არა მხოლოდ სანქციები, არამედ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები.
„დასავლეთის ძალა უკრაინის სასწორზე უნდა დავაყენოთ. თუ ევროკავშირს სურს გამოიყურებოდეს ავტორიტეტულად, მას შეუძლია მაინც გამოაცხადოს ტრამპის სანქციების მხარდაჭერა. და მჯერა, რომ ახლა ორბანიც კი იძულებული იქნება დათანხმდეს“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.