თურქეთის ბოლუს პროვინციაში, ქართალქაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა79-მდე გაიზარდა.
ხანძარი 21 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა.
პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ დაადასტურა, რომ ის ცეცხლი თავდაპირველად რესტორნის იატაკს გაუჩნდა. უბედური შემთხვევის დროს, სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩის თქმით, გამოძიების ფარგლებში 11 პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან ბოლუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ბოლუს მერის მოადგილე, მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის უფროსი და სასტუმროს მფლობელი და მენეჯერი.