თურქეთში, სათხილამურო კურორტ ქარტალქაიას სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც 76 ადამიანი ემსხვერპლა, უკვე 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა.
დაკავებულთა შორის არიან ბოლუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ბოლუს მერის მოადგილე, მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის უფროსი და სასტუმროს მფლობელი და მენეჯერი.
სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, ქართალქაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა 76 ადამიანი დაიღუპა, 51 დაშავდა.
ხანძარი შუაღამით გაჩნდა სასტუმროს მეოთხე სართულზე.
ხანძრის ქრობის სამუშაოები გაართულა სასტუმროს ადგილმდებარეობამ, რომელიც კლდის კიდეზეა აღმართული.