სირიის ახალმა ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი ტარტუსის საზღვაო პორტის მართვის შესახებ, რომელიც რუსულ მხარესთან 2019 წელს დაიდო.
“რუსულ კომპანიასთან ტარტუსის პორტში ინვესტიციების შესახებ შეთანხმება გაუქმდა. პორტის საქმიანობიდან მიღებული ყველა შემოსავალი გამოყენებული იქნება სირიის სახელმწიფოს ინტერესებისთვის”, - განაცხადა ტარტუსის პროვინციის აბაჟო სმსახურის დირექტორმა რიად ჯუდიმ.
მისივე თქმით, რომ პორტში დასაქმებული მუშები სირიის მხარის კონტროლს დაუბრუნდებიან"
როგორც მედია წერს, რუსულ კომპანია „სტროიტრანსგაზთან“ საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წელს 49 წლის ვადით.
სირიის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ალი ჰამუდის თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებდა პორტის მართვას და რუსული მხრიდან 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციების მოდერნიზაციას.
კომპანია "სტროიტრანსგაზს" გავრცელებულ ცნობაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. სირიული გამოცემა "ალ-ვატანი" ასევე აცხადებს, რომ პორტის მუშაობა სირიაში ძალაუფლების შეცვლის შემდეგ შესამჩნევად გააქტიურდა და იქ სხვა ქვეყნებიდან მშრალი სატვირთო გემებიც შედიან.