აშშ-ში პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ვიდრე საჭირო იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 21 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უკვე დავეხმარეთ უკრაინას თითქმის 130 მილიარდი ევროთი. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყოველგვარი ეჭვის გარეშე. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელ ქვეყნად და რომ სწორედ უკრაინა იღებდა გადაწყვეტილებებს მის ტერიტორიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისი განცხადება გაკეთდა შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების ფონზე, რომელმაც პრეზიდენტობის პირველივე დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება საერთაშორისო დახმარებების შეწყვეტის შესახებ.
შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა დიალოგის მზადყოფნას, თუმცა პრინციპულ საფუძველზე: „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი იქნება დისკუსიაში საერთო ინტერესების ადრეული ჩართვა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა. ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, მაგრამ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს პრინციპებს“, - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.