სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, 22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ყველა, ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, დაისჯება.
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, ქართალქაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, 51 დაშავდა.
ბოლუს გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, ხანძარი შუაღამით გაჩნდა სასტუმროს მეოთხე სართულზე.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები გაართულა სასტუმროს ადგილმდებარეობამ, რომელიც კლდის კიდეზეა აღმართული.