უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინას სურს დაასრულოს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, მაგრამ არა რაც შეიძლება სწრაფად, არამედ რაც მთავარია - სამართლიანად.
ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.
„ტრამპმა მითხრა და შემდეგ საჯაროდ ილაპარაკა ამის შესახებ... ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ომი ამ წელს დასრულდეს.
მე ვუთხარი, რომ ჩვენ თქვენი პარტნიორი ვართ. ეს ომი ჩვენთან არის, ჩვენ ვიცით ყველა მტკივნეული ადგილი. ჩვენ გვესმის, რამდენად მტკივნეულია ეს ჩვენთვის, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ხალხი, ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი დანაკარგია.
ჩვენ გვინდა დავასრულოთ ომი ამ წელს, მაგრამ არა მხოლოდ სწრაფად, არამედ პირველ რიგში სამართლიანად, საიმედოდ ყველა ჩვენგანისთვის, უკრაინელებისთვის, რათა სახლში დაბრუნდნენ, უსაფრთხოდ იცხოვრონ და იმუშაონ.
მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამისთვის მაინც ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.