ბარსელონის პორტში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. იუწყება Reuters
საგანგებო სამსახურების განცხადებით, აფეთქება, ე.წ. ენერგეტიკულ ნავსადგურში, ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დროს მოხდა. აღნიშნულ რაიონში კომპანიებს უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლების გაყვანა დაევალათ.
საგანგებო სამსახურების ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.