კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბარში აღნიშნა, რომ "უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზანი არ უნდა იყოს მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა, არამედ რუსეთის ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება".
რუსულ სამთავრობო მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა ვიდეო ფორმატში შედგა.
"რაც შეეხება უკრაინის საკითხის დარეგულირებას, როგორც პრეზიდენტმა ბოლო დღეებში აღნიშნა და დღესაც გაიმეორა, დარეგულირების მიზანი არ უნდა იყოს რაიმე მოკლევადიანი შეთანხმება ან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც ემყარება ჩვენი [რუსეთის] ობიექტური ინტერესების პატივისცემას" - განუცხდა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
რუსული მედიების ცნობით, საუბარი "მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა" და 1 საათისა და 35 წუთს გაგრძელდა.