ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე გახდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რექტორობისთვის კანდიდატს 11 წევრიანი აკადემიური საბჭოდან უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ტიტე აროშიძემ ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრების 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილია.
ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევნებში მონაწილეობდნენ "ქართული ოცნებიდან'' უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.
რექტორის არჩევნები ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
"სირცხვილია", "ცეცხლი ოლიგარქიას" – ისმიდა უნივერსიტეტში, სადაც დახურულ კარს მიღმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატებს უსმენდა.
სტუდენტების ნაწილი აცხადებდა, რომ „ოცნებას“ განზრახული აქვს რექტორად დანიშნოს „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე აროშიძე, პარტიული კადრი, რასაც ეწინააღმდეგებიან.
პარალელურად, უნივერსიტეტში შეიკრიბნენ სტუდენტური თვითმმართველობის და „ოცნების“ მხარდამჭერი ახალგაზრდები, მათ შორის შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.