დღეს, 21 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხმაურის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. იტყობინება "ბათუმელები".
„სირცხვილია“, „ცეცხლი ოლიგარქიას“ – ისმის უნივერსიტეტში, იქ, სადაც დახურულ კარს მიღმა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორობის კანდიდატებს: „ოცნების“ დეპუტატს, ტიტე აროშიძეს და ბიოლოგიის დოქტორს, არჩილ გუჩმანიძეს უსმენს.
სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ „ოცნებას“ განზრახული აქვს რექტორად დანიშნოს „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი ტიტე აროშიძე, პარტიული კადრი, რასაც ეწინააღმდეგებიან.
ამავე დროს უნივერსიტეტში შეიკრიბნენ სტუდენტური თვითმმართველობის და „ოცნების“ მხარდამჭერი ახალგაზრდები, მათ შორის შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ბსუ-ს ყოფილმა თანამშრომელმა, გოჩა სურგულაძემ, რომელმაც რუსული კანონის მიღების დროს, პროტესტის ნიშნად დატოვა უნივერსიტეტი, მოუწოდა ბსუ-ს ლექტორებს ჩადგნენ სტუდენტებს შორის.
არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს - "ქართული ოცნების" წევრი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.