თურქეთის ბოლუს პროვინციაში, ქართალქაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიან დაიღუპა, 32 დაშავდა.
ბოლუს გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, ხანძარი შუაღამით გაჩნდა სასტუმროს მეოთხე სართულზე.
ხანძარსაწინააღმდეგო-სამაშველო სამუშაოებში სულ 85 მანქანა და 231 პერსონალი იყო ჩართული. ადგილზე იმყოფებოდა 28 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
გუბერნატორის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ დაადასტურა, რომ ის ცეცხლი თავდაპირველად რესტორნის იატაკს გაუჩნდა. უბედური შემთხვევის დროს, სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
მიმდინარეობს გამოძიება.
ქართალქაიას სათხილამურო კურორტი, რომელიც მდებარეობს ქოროღლუს მთების მწვერვალზე, პოპულარული ადგილია დამსვენებლებისთვის. კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.