რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს შეერთებულ შტატებთან, უკრაინის კაპიტულაციის პირობით. - ამის შესახებ ნათქვამის ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] ანგარიშში
20 იანვარს პუტინმა მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან.
შეხვედრის დროს მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა ეფუძნებოდეს კონფლიქტის „ძირითადი მიზეზების მოგვარებას“, რაც, მისი თქმით, მოიცავს რუსეთის მკაცრი მოთხოვნების შესრულებას.
„კრემლის მაღალჩინოსნებმა, განსაკუთრებით პუტინმა და ლავროვმა, არაერთხელ აღნიშნეს ბოლო კვირების განმავლობაში, რომ კრემლი უარს ამბობს რაიმე კომპრომისზე 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში პუტინის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ეს მოთხოვნები მოიცავს უკრაინის მუდმივ „ნეიტრალურ“ სტატუსს, მის ნატო-ში არგაწევრიანებას, უკრაინის არმიის მოცულობის მკაცრ შეზღუდვებს და უკრაინის მთავრობის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას“, - აღნიშნეს ISW-ში.
გარდა ამისა პუტინმა განაცხადა, რომ 2021 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესთავაზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების 10-15 წლით გადადება, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა რუსეთის შეჭრას, რომელსაც პუტინმა "გარდაუვალი" უწოდა ნატო-ს ქმედებების გამო.