ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ტრამპის მეგობარი არ არის, - ასე პასუხობს ჯო უილსონი ირაკლი კობახიძის მილოცვას დონალდ ტრამპისთვის, რომელიც მან X-ზე გამოაქვეყნა.
“ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერმინისტრი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანული რეჟიმის პაიკია და მალა თავს აშშ-ს სანქციათა სიაში აღმოაჩენს. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ს მეგობარი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე იყო!” - წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე.