20 იანვარს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოიყვანს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აშშ ტოვებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც. მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.
Reuters-ის ცნობით, შეთანხმებიდან გამოსვლას ამჯერად ნაკლები დრო დასჭირდება, რადგან ტრამპი სამწლიანი სავალდებულო პერიოდით არ იქნება შეზღუდული.