პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციის საპასუხოდ პანამის არხის „დაბრუნების“ შესახებ, თქვა, რომ მთავარი გზა პანამის კონტროლის ქვეშ დარჩება.
"მე კატეგორიულად უნდა გავაპროტესტო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები - არხი არის და დარჩება პანამის," - ტქვა მულინომ.
მან ასევე უარყო ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინეთი არხს იყენებს. „მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც ხელს შეუშლის არხის მუშაობას“, - ხაზგასმით აღნიშნა მულინომ.
პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში მულინომ აღნიშნა, რომ არხი არ იყო გადაცემული კონცესიაზე [შეთანხმება ბუნებრივი რესურსების, საწარმოებისა და სხვა ეკონომიკური ობიექტების სხვა სახელმწიფოების მიერ დროებით ექსპლუატაციის მიზნით გადაცემის შესახებ].
მისი თქმით, ეს იყო თაობათა ბრძოლის შედეგი, რომელიც 1999 წელს ტორიიოს-კარტერის ხელშეკრულებით დასრულდა.
როგორც მულინომ აღნიშნა, 25 წლის განმავლობაში, პანამა „უწყვეტად და პასუხისმგებლობით“ მართავდა არხს, აფართოებდა მას, რათა ემსახურა „მშვიდობისა და ვაჭრობისთვის“, კერძოდ შეერთებული შტატებისთვის.
პანამის პრეზიდენტმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.
თავის საინაუგურაციო სიტყვაში, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ტრამპმა პირობა დადო, რომ დაიბრუნებს კონტროლს პანამის არხზე, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს აქვს ჩინეთი და მექსიკის ყურეს დაარქმევს ამერიკის ყურეს.