შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) გასვლის შესახებ. იუწყება Reuters
ექსპერტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გლობალურ ჯანდაცვის სისტემაზე და გაართულოს მომავალი პანდემიების წინააღმდეგ ბრძოლა.
ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ COVID-19-ის პანდემიის არასწორი მართვით“ და ორგანიზაციის რეფორმირების წარუმატებლობით.
სხვა მიზეზთა შორის ასევე დასახელებულია აშშ-ის უსამართლოდ მაღალი ფინანსური კონტრიბუცია სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისეთთან, როგორიცაა ჩინეთი.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვძარცვავს, ყველა ძარცვავს შეერთებულ შტატებს. ეს აღარ მოხდება", - განაცხადა ტრამპმა შეთანხმების ხელმოწერის დროს.
ტრამპმა WHO-დან გამოსვლის პროცესი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რადგან მისი თქმით სააგენტომ სათანადოდ ვერ უპასუხა COVID-19-ს და არ აჩვენა, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებელია. თუმცა, ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან წაიღო.