აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ.
1837 წლიდან აშშ-ში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მომავალ პრეზიდენტს ჩაიზე მასპინძლობს, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმისკენ მიემართებიდან, სადაც ფიცის დადების ცერემონია უნდა გაიმართოს.
დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ვაშინგტონის წმინდა იოანეს ეკლესიიდან მივიდნენ, სადაც წირვას ესწრებოდნენ.
დონალდ ტრამპთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად. ასევე კომპანია "მეტას" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ტრამპი ფიცს თბილისის დროით საღამოს ცხრა საათზე დადებს.
ტრადიციულად, ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე, ღია ცის ქვეშ იმართება, თუმცა ამჯერად ძლიერი ყინვის გამო, პირველად 1985 წლიდან, ღონისძიება შენობაში ჩატარდება.
შესაბამისად, კაპიტოლიუმის შიგნით ფიცის დადების ცერემონიას შეზღუდული რაოდენობის ადამიანი დაესწრება – დაახლოებით 600 ადამიანი.
ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვით წარდგება.