"გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა.
"აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, 15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.