"არალეგიტიმურ პარლამენტს თამამად შეგვიძლია დავუძახოთ კრიმინალების პარლამენტი. დღეს არ ტოვებენ პარლამენტის წევრები დანაშაულის ჩადენის გარეშე", - ასე ეხმაურება ორგანიზაცია "ჩემი ხმას" წარმომადგენელი და ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია პარტია "საქართველოსთვის" ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას.
"დანაშაულს ჩადიან საქართველოს ყველა რეგიონში, მსოფლიოს ყველა კუთხეში. სცემენ განსხვავებული აზრის მქონე ყველა პირს: უბრალო მოქალაქეებს, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. წუხელ ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას დაესხნენ თავს ბათუმში ამ საქმეს უნდა იძიებდეს არა შსს, არამედ საქართველოს პროკურატურა - ველოდებით თქვენს ისეთივე მყისიერ რეაგირებას, როგორც ჟურნალისტ ქალზე მოახდინეთ ბათუმში", - წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.