რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ მორიგ მასირებულ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს.
უკრაინის საჰაერო ძალები და მონიტორინგის არხები იუწყებიან სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტების უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლის შესახებ.
ამავდროულად, ვრცელდება ცნობები ხარკოვის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტების დარტყმის, სამხრეთიდან „კალიბრის’ რაკეტების გაშვებისა და „კინჟალის“ აერობალისტური რაკეტების მატარებელი MiG-31 -ის ტიპის თვითმფრინავის აფრენის შესახებ.
უკრაინოს მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.