ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელების და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის დაკავების მიუკერძოებელ გამოძიებას. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.