აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამუშაოების შედეგად აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე, აგილ ასლანოვი და აზერბაიჯანის მოქალაქე, ჯეიხუნ ისმაილოვი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
გამოცემა Trend-ის ცნობით, აგილ ასლანოვი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული, 2024 წლის სექტემბერში მესამე ქვეყანაში ყოფნისას, ნაცნობის მეშვეობით შეხვდა ამ ქვეყნის დაზვერვის ოფიცრებს, რომლებმაც მას ფოტოები აჩვენეს და აცნობეს აზერბაიჯანში რელიგიური თემის წევრის შესახებ.
მედიის ინფორმაციით, მას ასევე შესთავაზეს რელიგიური თემის წევრის მკვლელობის მცდელობა 200 ათასი აშშ დოლარის ჯილდოს სახით.
ორმხრივი შეთანხმებით აგილ ასლანოვს თავდაპირველად დაევალა შეეგროვებინა და გადაეცა მათთვის საჭირო სადაზვერვო მონაცემები თემის წევრისა და მისი სამუშაო ადგილის შესახებ, რისთვისაც მას 2 ათასი აშშ დოლარის ავანსი გადაეცა.
დავალების შესასრულებლად ბაქოში ჩასულმა აგილ ასლანოვმა ჯეიჰუნ ისმაილოვთან ერთად, რომელიც მატერიალური ინტერესის სანაცვლოდ კრიმინალურ ქმედებებში მონაწილეობდა, აწარმოებდა მუშაობას რელიგიური თემის წევრის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, უცხოურ სპეცსამსახურებს უგზავნიდა მონაცემებს მისი საცხოვრებელი ადგილისა და მუშაობის შესახებ შესაბამისი მობილური ტელეფონის აპლიკაციით.