ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ნეიტრალური შვეიცარიის მიერთება „სამხედრო მობილობის“ პროექტთან, რომელსაც ასევე არაოფიციალურად უწოდებენ „სამხედრო შენგენს“. იუწყება "დოიჩე ველე".
იგი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჯარების სწრაფი მოძრაობა ევროკავშირის მასშტაბით - იქნება ეს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო თუ საჰაერო - წევრი ქვეყნების საზღვრებზე შეფერხების გარეშე.
ევროსაბჭოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შვეიცარიის მონაწილეობა პროექტს "მნიშვნელოვან სარგებელს" მოუტანს.
შვეიცარიის ხელისუფლებამ 2024 წლის სექტემბერში შეიტანა განაცხადი სამხედრო მობილობის პროექტში გაწევრიანების შესახებ.
ქვეყანა ოფიციალურად გახდება წევრი აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ.
2021 წელს „სამხედრო შენგენში“ მონაწილეობის მისაღებად ასევე მიწვეული იყვნენ კანადა, შეერთებული შტატები და ნორვეგია.
ერთი წლის შემდეგ მსგავსი შეთავაზება დიდმა ბრიტანეთმაც მიიღო. ეს ქვეყანა არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა არიან ნატო-ს წევრები.