აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ძალიან მალე შეხვდეს. იუწყება Reuters
ტრამპმა არ დააკონკრეტა შეხვედრის კონკრეტული ვადები, რომელიც ორ ლიდერს შორის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პირველი იქნება.
ომის დასრულების სტრატეგიის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხის გაცემისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ სიტუაცია პუტინზეა დამოკიდებული.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ეს პუტინზეა დამოკიდებული.
წარმოუდგენელია, რომ ის აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგანეს არც მისთვის არის კარგი," - თქვა ტრამპმა
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ღონისძიებების გატარება პრეზიდენტის ოფიციალური ინაუგურაციის შემდეგ უნდა მოხდეს.
"ადრევე გავაკეთებდი ამას [პუტინს შევხვდებოდი], მაგრამ... ზოგიერთი რამ მოითხოვს ოფიში ყოფნას", - თქვა მან.