იაპონიაში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა ქვეყნის სიდიდით მესამე კუნძულის, კიუშუს სამხრეთით, მიაძაკის პრეფექტურის რეგიონში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღებმა მიაღწია კიუსუს სანაპიროს და მეზობელ კუნძულ სიკოკუს.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმცაია არ გავრცელებულა
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ სანაპირო ზონები და გამოიჩინონ სიფრთხილე, განსაკუთრებით ხანძრის შესაძლო გაჩენისას.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში შექმნილია კრიზისული შტაბი.
მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქ მიაძაკის აღმოსავლეთით 10 კილომეტრში, სადაც 311 000 ადამიანი ცხოვრობს. იაპონიის ეროვნული სეისმური სამსახურის განმარტებით, კერა დაახლოებით 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.