ლიეტუვა მიმდინარე კვირაში უკრაინას 4500 დრონას გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი ევროა. ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი დოვილე საკალიენე ავრცელებს.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ კვირაში ლიეტუვა უკრაინაში 5 მილიონი ევროს ღირებულების 4500 დრონს აგზავნის", - თქვა მან.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის ბოლო სხდომაზე დაამტკიცეს სახელმწიფო აქტივების დამტკიცების გადაცემის დაჩქარებული პროცედურა, რაც შეკვეცს ბიუროკრატიულ პროცესს უკრაინისთვის დრონების გადაცემისთვის.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბიუროკრატიული პროცედურების გამო უკრაინისთვის გადასაცემი დრონები საწყობში გაიჭედა.