ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN ლოს ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.
მაშველების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი კვლავ ვრცელდება.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ქარის გამო ხანძარი 14 იანვრამდე გაგრძელდება.
„თითქოს, ამ ტერიტორიებზე ატომური ბომბი ჩამოაგდეს“, - ტქვა ლოს ანჯელესის ოლქის სერიფმა რობერტ ლუნამ.
კალიფორნიის სასჯელაღსრულებისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ცნობით, 931 პატიმარი ჩართულია სამაშველო სამუშაოებში, რომლებიც მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.
ბოლო მონაცემებით, ხანძარმა გაანადგურა 12300 შენობა დაახლოებით 155 კვადრატულ კილომეტრზე. სტიქიას ებრძვის აშშ-ის სამაშველო სამსახურების 14000 პერსონალი. ჩართულია სახანძრო-სამაშველო ავიაცია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამატებითი სამაშველო ძალები მექსკიდან და კანადიდან ლოს ანჯელესისკენ მიშურებიან.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა.
ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.