უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების დაკითხვის პირველი ვიდეო და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთში უკრაინელი ტყვეების გაცვლის ფარგლებში ისინი სამშობლოში დააბრუნოს.
„პირველი დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გარდა, უდავოდ იქნებიან სხვებიც.
დროის საკითხია, სანამ ჩვენი ბიჭები მოახერხებენ მეტის დაავებას. და მსოფლიოში არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსული არმია დამოკიდებულია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზე.
პუტინმა სამი წლის წინ დაიწყო ნატო-ს ულტიმატუმებითა და ისტორიის გადაწერის მცდელობით და ახლა მას არ შეუძლია ფხენიანის ასეთი სამხედრო დახმარების გარეშე.
უკრაინა მზადაა გადასცეს თავისი ხალხი კიმ ჩენ ინს, თუ ის შეძლებს მათი გაცვლის ორგანიზებას რუსეთში ტყვეობაში მყოფი ჩვენი ჯარისკაცებისთვის.
იმ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებისათვის, რომლებსაც არ სურთ დაბრუნება, შეიძლება არსებობდეს სხვა ვარიანტები.
კერძოდ, იმ კორეელებს, რომლებიც გამოხატავენ სურვილს მოაახლოვონ მშვიდობა კორეულად ამ ომის შესახებ სიმართლის გავრცელებით, მიეცემათ ასეთ შესაძლებლობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ვიდეოში ერთ-ერთი ტყვე თავს აქნევს, როდესაც ეკითხებიან, იცოდა თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. თარჯიმნის თქმით, ტყვეს უთხრეს, რომ ის უბრალოდ ვარჯიშზე მიდიოდა.
მან ასევე თავდაპირველად თქვა, რომ სურდა დარჩენა და ცხოვრება უკრაინაში, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ ის მოიქცევა ისე, როგორც მას ეტყვიან.
"თუ უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდება. თუ მიეცემა საშუალება აქ დარჩეს, დარჩება", - ამბობს თარჯიმანი. მეორე ჩრდილოეთ კორეელმა სამხედრომ კი სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
მოგვიანებით ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ტყვემ უკრაინაში დარჩენის სურვილი გამოთქვა, ხოლო მეორემ - ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნების.
"თუ კიმ ჩენ ინს საერთოდ ახსოვს მისი მოქალაქეები და შეუძლია მოაწყოს გაცვლა რუსეთში მყოფი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ეს სა,ხედროები. ცხადია, იქნებიან სხვა ჩრდილოეთ კორეელი ტყვეებიც", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.