ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს სურს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ინაუგურაციამდე შეხვდეს. ამის შესხაებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, ევროკომისიის ოფიციალურმა პირებმა და ტრამპის თანაშემწეებმა გამართეს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, შესაძლებელია თუ არა ფლორიდაში ვიზიტი 20 იანვრამდე შედგეს.
შეხვედრის მოწყობის მცდელობებს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ფონ დერ ლაიენი არდადეგების შემდეგ ჯერ არ დაბრუნებულა ბრიუსელში, რადგან თავის სამშობლოში, გერმანიაში, სადაც პნევმონიის მძიმე გართულების მკურნალობის კურსს გადის.
ევროკავშირის ოფიციალური პირები კვლავ ცდილობენ ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის მუდმივი არხები შექმნან.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპა ცუდად ექცევა შეერთებულ შტატებს და პირობა დადო, რომ ევროკავშირს ტარიფებს გაუზრდის და მის თავდაცვის ხარჯებზე მოთხოვნებს გაამკაცრებს.
ხუთშაბათს საღამოს, ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გაავრცელეს იდენტური მესიჯები, სადაც თქვეს, რომ ისინი მზად არიან გააძლიერონ ტრანსატლანტიკური კავშირი.