ლოს ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.
ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება.
შერიფმა ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ 20-მდე მოროდიორი დააკავეს. „სამწუხაროდ, მოველი, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ჩვენ არ შევეგუებით ამგვარ ქცევას“, - განაცხადა მან.
ევაკუაციის განკარგულება გაცემულია 180 000-მდე ადამიანისთვის, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.
სახანძრო სამსახურებმა ნაწილობრივ მხოლოდ ორი ხანძრის კერის ლოკალიზება შეძლეს.
სტიქია უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ხანძარი აშშ-ის ისტორიაში.