8 იანვარს ზაპოროჟიეზე რუსული ავიციის იერიშის შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა. იტყობინება ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი.
მისი ინფორმაციით, კლინიკებში იმყოფება 59 დაშავებული, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის 13-ს შეადგენს.
ზაპოროჟიეზე ავიაიერიში რუსეთმა 8 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 4 საათზე მიიტანა. დარტყმა განხორციელდა ქუჩაზე, სადაც გადატვირთული მოძრაობაა როგორც ქვეითების, ასევე სატრანსპორტო საშუალებების.
იტყობინებიან, რომ დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სამრეწველო ობიექტი და ქალაქის სხვა ინფრასტრუქტურა.
სამხედრო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეო, სადაც ნაჩვენებია იერიშის შედეგები, მათ შორის დაღუპულები, დაჭრილები და ცეცხლმოკიდებული ადმინისტრაციული შენობა.
ტრაგედიას გამოემხაურა უკრაინის პრზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
"არაფერია იმაზე სასტიკი, ვიდრე ქალაქის საჰაერო დაბომბვა იმის გაცნობიერებით, რომ ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდება“, - წერს ის.
ზაპოროჟიეში გლოვაა გამოცხადებული.
რუსეთის ხელისუფლება თავდასხმის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
ზაპოროჟიე, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, რეგულარულად ხდება რუსული დარტყმების სამიზნე. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება მართვადი საჰაერო ბომბები. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა.