მედიის ცნობით, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, ბად ფრიდრიხსალში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი ნიღბიანი პირი მანქნათმშენებლობის კომპანიის შენობაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
ქალაქ ჰაილბრონის პოლიციის ცნობით, ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია თავდამსხმელის დასაკავებლად. მათივე თქმით, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.
სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულის ადგილიდან 30 კმ-ში სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს.
სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები და დაშავებული კომპანიის თანამშრომლები არიან.
თავდასხმის მოტივები უცნობია.