ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ სომხეთი რეგიონში ფაქტობრივად, საფრთხის წყაროა, მისი შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს, რაც აზერბაიჯანს არ სურს და მხოლოდ მშვიდობის მომხრეა.
ილჰამ ალიევმა სომხეთს ფაშისტური სახელმწიფო უწოდა, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას უთხრის ძირს.
ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ სომხეთი რეგიონში ფაქტობრივად, საფრთხის წყაროა, მისი შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს, რაც აზერბაიჯანს არ სურს და მხოლოდ მშვიდობის მომხრეა.
ალიევის თქმით, სომხეთი "შინაარსობრივად ფაშისტური სახელმწიფოა", იმიტომ, რომ "30 წლის განმავლობაში (სომხეთის) მმართველები ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები იყვნენ".
"ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია". – თქვა ალიევმა აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებიც სომხეთს იარაღს აწვდიან, კონტრაქტები უნდა გააუქმონ, უკვე მიწოდებული იარაღი კი, უკან დააბრუნონ.
მანამდე სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბრძოლისუნარიანი არმიის არსებობა ქვეყნის სუვერენული უფლებაა.