უკრაინამ რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ინფორმაციას რუსული ტელეგრამარხები და სარატოვის ოქლის გუბერნატორი რომან ბუსარგინი ავრცელებენ.
ადგილობრივების თქმით, გაიგეს დაახლოებით 25 ძლიერი აფეთქება ქალაქის რამდენიმე რაიონში.
გარდა ამისა, ენგელსის მაცხოვრებლების თქმით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ნავთობის საწყობის მიდამოში.
ენგელსში მდებარეობს ბომბდამშენ ТУ-95-ების საჰაერო ბაზა, რომელზეც ბოლო პერიოდში უკრაინამ არაერთხელ მიიტანა იერიში.