კალიფორნიის ხელისუფლებამ ლოს ანჯელესში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტყის ხანძრის გამო, რომელმაც ქალაქის დასავლეთით რამდენიმე უბანი მოიცვა. გაიცა მოსახლეობას ევაკუაციის ბრძანება.
ევაკუაციის ზონაში, პალისადის რაიონში დაახლოებით 30 000 ადამიანი ცხოვრობს. პრესკონფერენციაზე ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საფრთხეში დაახლოებით 10 ათასი სახლია.
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად მრავალი შენობა უკვე განადგურდა.
CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ახლა ლოს ანჯელესში იმყოფება, ინფორმირებულია და კონტაქტზეა სახელმწიფო და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან, იუწყება.