უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის დასახლება ბელაიასთან რუსეთის არმიის 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, 7 იანვარს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტით დარტყმა მიაყენეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 810-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის სამეთაურო პუნქტს კურსკის ოლქის დასახლება ბელაიას მახლობლად.
როგორც სამხედროები განმარტავენ, ასეთი დარტყმები უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ატარებენ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ ყველა შესაძლო საშუალებას, რათა გაანადგურონ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებას», - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.
5 იანვრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს.