ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ავალებენ, რომ ბელარუსი ომში ჩაითრიოს.
„რატომ იქცევა ვოლოდია ზელენსკი ასე? ჩვენ ხომ ნორმალურად ვიყავით მასთან, კარგი ურთიერთობები გვქონდა. და ჩემ პატარა ოჯახსაც. რა აკლია მას? ისინი მას ბრძანებას აძლევენ. ან აუცილებელია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაითრიოს?“ - თქვა ლუკაშენკამ.
ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, რადგან, მისი თქმით, თუ ბელარუსი ომში იქნება ჩათრეული, მაშინ მან, როგორც სახელმწიფომ, შესაძლოა, ვერ გაუძლოს.
„თუ ჩვენ ომში ჩაგვითრევენ, ეს რთული ვითარება იქნება. ჩვენ შესაძლოა, ვერ გავუძლოთ, როგორც სახელმწიფომ.
ამიტომ ყველაფერს მოთმინებით და დაჟინებით ვაკეთებ, როგორც უფალი და ეკლესია გვასწავლის.
მოდით გავაკეთოთ ჩვენი საქმე. დრო ყველაფერს დაალაგებს. დრო ყველაფერს შეაფასებს. მაგრამ ჩვენ უნდა გავძლოთ.
დაე, თქვან, რომ აქ დიქტატურა გვაქვს, ან კიდევ სხვა რამ. მისმინეთ, უკეთესია იყოს ასეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია“, - განაცხადა ლუკაშენკამ.