მსოფლიოს უხუცესი ადამიანის სტატუსი 116 წლის ბრაზილიელმა მონაზონმა ინა კანაბარომ მიიღო.
ინა კანაბარო, რომელიც დაიბადა 1908 წლის 8 ივნისს, გახდა მსოფლიოს უხუცესი ადამიანი, მას შემდეგ, რაც 29 დეკემბერს 116 წლის ასაკში გარდაიცვალა იაპონელი ქალი ტომიკო იტოოკა.
მონაზონმა კანაბარომ თქვა, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო მისი კათოლიკური რწმენაა..
116 წლის ინა კანაბარო სამხრეთ ბრაზილიაში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და ადრეული ასაკიდან დაინტერესდა რელიგიით.
მონაზონი რომის პაპმა ფრანცისკემ 110 წლის იუბილეზე დააჯილდოვა. ახლა ის არის მეორე ყველაზე ხანდაზმული მონაზონი, რომელიც ოდესმე უცხოვრია, ლუსილ რანდონის შემდეგ, რომელმაც 118 წლამდე იცოცხლა.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, მონაზონს ძალიან უყვარს ფეხბურთი და თავის დაბადების დღეს ყოველთვის, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნავს.